Saturday, November 19, 2011

პროექტის გეგმა – ძველი და თანამედროვე ახალგაზრდობა

პროექტის სახელწოდება: ძველი და თანამედროვე ახალგაზრდობა.
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა შეადარონ ერთმანეთს ძველი და თანამედროვე ახალგაზრდობა.
პროექტის აქტუალობა: პროექტი მოსწავლეებს დაანახვებს განსხვავებას ძველ და თანამედროვე ახალგაზრდებს შორის.
პროექტის მიზნები:
1.მოსწავლეებმა შეძლონ ჯგუფში თანამშრომლობა.
2.ინტერნეტში ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება.
3.საკუთარი აზრის ნათლად გამოხატვა ინგლისურ ენაზე.
4.გამოკვეთონ საერთო და განმასხვავებელი ნიშნები ძველ და თანამედროვე ახალგაზრდებს შორის.
მონაწილეთა ასაკი: 17 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: ერთი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები:
1.მოსწავლეებს შეუძლიათ ჯგუფში თანამშრომლობა.
2.ინტერნეტში იძიებენ ინფორმაციას დამოუკიდებლად.
3.საკუთარ აზრს ნათლად გამოხატავენ ინგლისურ ენაზე.
4.ხედავენ განსხვავებას ძველ და თანამედროვე ახალგაზრდებს შორის.
პროექტისთვის საჭრო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ფორმატის ფურცლები, მარკერები, ჭიკარტები.
წინასწარი ცოდნა: მოსწავლეებს აქვთ შესაბამისი ლექსიკური მარაგი და ინტერნეტში ინფორმაციის დამოუკიდებლად ძიების უნარ–ჩვევები.
შეფასების საგანი და პროცედურები: ჯგუფებს ვაფასებ განმავითარებელი შეფასებით.
პროექტის მსვლელობა:
I აქტივობა: მოსწავლეებს დავუსახელებ რამდენიმე თემას და მათი ინტერესებიდან გამომდინარე ირჩევენ ერთს.
II აქტივობა: კლასს ვყოფ 2 ჯგუფად.
III აქტივობა: ჯგუფის მონაწილეებს ვაძლევ დავალებებს. ერთი ჯგუფი წარმოადგენს ინფორმაციას ძველი თაობის ახალგაზრდების შესახებ, ხოლო მეორე – თანამედროვე ახალგაზრდების შესახებ.
IV აქტივობა: თითოეული ჯგუფიდან თითო მონაწილე გააკრავს დაფაზე პლაკატებს, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია და ფოტოები და ისაუბრებს მათ თაობაზე. ბოლოს კი ჯგუფები ისუბრებენ მათ საერთო და განმასხვავებელ ნიშნებზე.
V აქტივობა: ვაფასებ თითოეულ ჯგუფს.
საგნებთან კავშირი: ისტ–ი.
პროექტის ხელმძღვანელი: თამარ ნოზაძე.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tamarnozadze2@gmail.com

1 comment:

  1. საინტერესო გეგმაა პროექტისა. ყოჩაღ!!!! წარმატებები!

    ReplyDelete